Tuesday, 27 June 2017

გაკვეთილის გეგმა- Festival fever




გაკვეთილის მთავარი თემა
Festival  fever
სწავლების საფეხური
საშუალო საფეხური XI კლასი
მოსწავლეთა პროფილი
20 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან ტექსტებს და ისაუბრებენ  მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალის შესახებ. რომელიმე ფესტივალზე რეალურად მოხვედრის შემთხვევაში, მათ უკვე დაგროვილი ექნებათ რელევანტური ცოდნა და უფრო თავისუფლად შეძლებენ კომუნიკაციის დამყარებას.  
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლე შეძლებს პრეზენტაციის გაკეთებას მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალის შესახებ; გაიმდიდრებს ლექსიკურ მარაგს და გაიუმჯობესებს ლაპარაკის უნარ- ჩვევებს.

შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლე:
·           ასახელებს თემას და გამოკვეთს ფესტივალის მახასიათებლებს(მაგალითად: რომელ ქვეყანაშია ეს ფესტივალი; რა დანიშნულება აქვს მას ქვეყნისთვის.)
·           საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას
.      საუბრის დროს იყენებს შესაფერის ლექსიკურ ერთეულებს
·           გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული ფაქტისადმი, მოვლენისადმი;
·           მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან თუ როგორ წარადგინონ პრეზენტაცია. აქვთ გარკვეული ლექსიკური მარაგი ასახსნელ მასალასთან დაკავშირებით; ფლობენ შეკითხვების დასმის სტრუქტურას.
შეფასების საგნები და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით. განმსაზღვრელი / განმავითარბელი შეფასება.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
ფურცლები,ფოტო მასალა, წებო, მარკერები, ფლიფჩარტები, ლეპტოპი, სლაიდი, პროექტორი.
გაკვეთლის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები - 2 წთ.
  • A ფაზა (გამოწვევა )
აქტივობა 1 . გონებრივი იერიში - 3 წთ
აქტივობის მიზანი: განაწყოს მოსწავლეები ახალი მასალის შესასწავლად და დაადგინდეს მათი წინარე ცოდნა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს დაასახელონ ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა, ემოცია რაც მათში ასოცირდება ფესტივალთან. მასწავლებელი ამას წერს წინასწარ მომზადებულ სლაიდზე.
აქტივობა 2. საუბარი - 7 წთ
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ გასაგებად ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი თუ რომელია მისი საოცნებო ფესტივალი.
აქტივობის აღწერა : მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს შემდეგ სლაიდს, სადაც არის შეკითხვა: რომელია თქვენი საოცნებო ფესტივალი? ისინი ინდივიდუალურად , რამდენიმე წინადადებით პასუხობენ შეკითხვას. საკუთარი დამოკიდებულების დაფიქსირებაში მათ ეხმარებათ მასწავლებლის მიერ სლაიდზე დატანილი რამდენიმე სასარგებლო ფრაზა.
  • B ფაზა  (შინაარსის რეალიზება) - 27 წთ
მასწავლებელი კლასს ყოფს 4 ჯგუფად.  ამისთვის ის მოსწავლეებს გაათვლევინებას 1 - 5, მოსწავბლეები დაჯგუფდებიან. სანამ ისინი მიიღებენ ჯგუფური სამუშაოს დავალებას მანამდე მასწავლებელი ატარებს მინი ლექციას.
აქტივობა 3: მინი ლექცია - 7 წთ
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან შესაბამის ლეკსიკურ ერთეულებს, მოიპოვებენ ინფორმაციას ოთხი ყველაზე ცნობილი ფესტივალის შესახებ.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს საკვანძო სიტყვებს, აწვდის მათ კონტექსტურ განმარტებას, რათა მოსწავლეებს გაუადვილდეთ ჯგუფური სამუშაოს შესრულება. სლაიდის დახმარებით მასწავლებელი აჩვენებს მათ ცნობილი ფესტივალის ფოტოებს და აკეთებს აქცენტს თითოეული ტექსტის მთავარ სათქმელზე.
აქტივობა 4 : ჯგუფური მუშაობა 10 წთ
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა დაახარისხონ ინფორმაცია კონკრეტული ფესტივალის შესახებ და გამოყონ მისი ძირითადი მახასიათებლები.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს ფურცლებს, თითოეულზე წერია  ერთი ფესტივალის შესახებ. მოსწავლეები ახარისხებენ ტექსტს და ფლიფჩარტზე ამზადებენ პრეზენტაციას.
აქტივობა 5. პრეზენტაცია  - 10წთ
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ მკაფიოდ ჩამოაყალიბოს სათქმელი და გაიუმჯობესოს ლაპარაკის უნარ-ჩვევები.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები ირჩევენ ჯგუფის პრეზენტატორს, რომელიც წარადგენს ჯგუფის ნამუშევარს. ისაუბრებს ერთ კონკრეტულ ფესტივალზე. ჯგუფის წევრები უპასუხებენ შეკითხვებს საკითხის ირგვლივ.
  • C ფაზა (გამთლიანება) 6 წთ
მასწავლებელი კითხვა პასუხის რეჟიმში აჯამებს მასალას. მოსწავლეები თითო სიტყვით აჯამებენ გაკვეთილს. მასწავლებელი ახდენს შეფასებას და აძლევს დავალებას- დაამზადეთ ვირტუალური ან რეალური ბუკლეტი იმ ფესტივალის შესახებ რაც მათ უკვე წარადგინეს.

No comments:

Post a Comment