Monday, 3 July 2017

პროექტი - ფილმი და წიგნი - food for thought


პროექტის სახელწოდება:
ფილმი და  წიგნი - food for thought
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1- 2 წინადადებით:
მოსწავლეებმა შემოგვთავაზონ კრეატიული განვითარება ფილმისა თუ წიგნის სიუჟეტის და დისკუსია წარმართონ ინგლისურ ენაზე.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეებში კრეატიული/წარმოსახვითი და კრიტიკული აზროვნების დაბალი მაჩვენებელი და ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის ნაკლებობა.
პროექტის მიზნები:
კომუნიკაციის გაუმჯობესება ინგლისურ ენაზე და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების ხელშეწყობა.
მონაწილეთა ასაკი:
15-16 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:
ორი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები გადაიღებენ მოკლემეტრაჟიან ფილმს. გააკეთებენ ჩანაწერებს, თავიანთ ვერსიებს, თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო სიუჯეტი. ასევე გააკეთებენ Power Point - ის პრეზენტაციას. დისკუსია.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კალმები,ფურცლები,მარკერი,კომპიუტერი,ინტერნეტი,ვიდეოკამერა,პროექტორი
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
პირველი აქტივობა,რასაც მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განახორციელებს არის ის, რომ გააცნობს პროექტის იდეას. გონებრივი იერიშის დახმარებით ფილმი და  წიგნი - food for thoughtშეარჩევენ 2 ცნობილ წიგნსა და ფილმს, რომელიც გადაღებულია ამ წიგნებზე დაყრდნობით. მოსწავლეები დაიყოფიან ორ ჯგუფად და შეადგენენ პროექტის სამოქმედო გეგმას, რომლის განხორციელების შემთხვევაში მიიღებენ შემდეგ პროდუქტს.: A) ჯგუფის ბავშვები წაკითხული წიგნის საფუძველზე დაწერენ თავიანთი თვალით დანახული სიუჟეტის განვითარებას.  B) ჯგუფი გადაიღებს მცირე ხნიან 2 ვიდეო რგოლს, სადაც თავიანთი ინტერპრეტაციით მოიფიქრებენ ფილმის დასასრულს. საინტერესოა თუ დაემთხვევა მათი ვარიაციები.
მეორე აქტივობა: მოსწავლეები ესტუმრებიან ბიბლიოთეკას და მოიძიებენ წიგნებს და დამტებით მასალას გაეცნობიან. ან გამოიყენებენ ელექტრონულ ბიბლიოთეკას. მეორე ჯგუფის მოსწავლეები ერთად შეიკრიბებიან და უყურებენ ფილმებს და მოიფიქრებენ სავარაუდო გაგრძელებას. მუშაობის პარალელურ რეჯიმში ენობრივი თვალსაზრისით გაივლიან კონსულტაციებს საგნის მასწავლებელთან. b ჯგუფის მოსწავლეები შეხვდებიან ადგილობრივი კილტურის ცენტრის რეჯისორს პროფესიული რჩევების მიოსაღებად. შეარჩევენ გადაღების ადგილს. სამუშაოს დასრულების შემდეგ გააკეთებენ Power Point ის პრეზენტაციას და წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. გაიმართება დისკუსია სამიზნე ენაზე.  
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
კავშირი არის ხელოვნების საგანთან.
უცხ.ს.V.25. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს რესურსები სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.

მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
·           იყენებს ისტ-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/ დასამუშავებლად;
·           იყენებს ისტ-ს პროექტების განსახორციელებლად.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
თინა მაჭარაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
tinamacharadze@gmail.com
პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი
tinamacharadze.blogspot.com

No comments:

Post a Comment